The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იაკობ მელია

იაკობ მელია
დაბადების თარიღი:1917
გარდაცვ. თარიღი:1999  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:პოეტი, ჟურნალისტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

უმაღლესი ფილოლოგიური განათლება (რუსული ენა და ლიტერატურის სპეციალობით) მიიღო ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში.

მუშაობდა ჟურნალისტიკის სფეროში, აჭარის კულტურის სამინისტროს მეთოდკაბინეტში, საექსკურსიო ბიუროს უფროს ინსტრუქტორად; არის მეორე მსოფლიო ომის მონაწილე; გამოცემული აქვს ლექსთა კრებულები: "ლირიკა" (1952), "ლექსები" (1955), "ბედნიერება" (1958), "ზურმუხტოვან ბაღნარებში" (1961), "ლექსები" (1962), "მზე და სანგარი"(1970), "ფერად-ფერადი" (1973), "მამულო ჩემო" (1976), "მზე შინა" (1979), "მზეო დამლოცე" (1981), "მე მივდიოდი შავი ზღვის პირად" (1985), "საქართველოზე ილოცეთ" (1991). 1990 -იანი წლებიდან ცხოვრობდა თბილისში.

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.168; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "სამხედრო დამსახურებისთვის"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: