შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დათო გორგილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულება. არის ამავე უნივერსიტეტის "მედიისა და ახალი ტექნოლოგიების“ მაგისტრი. გარდა სამწერლო საქმიანობისა, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის მთავარი გადაცემის ტელეწამყვანია. ასევე საქმიანობს კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით. არის ცნობილი ქართული საგანმანათლებლო ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge -ის ექსპერტ-ბლოგერი. საკუთარ ტექსტებში ძირითადად ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ თემებს ეხება. ასევე წერს პორტრეტებს მისთვის საინტერესო და საზოგადოებისთვის უცნობ ადამიანებზე. არის არაერთი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული. მისი მოთხრობები 2011 წლიდან იბეჭდება ლიტერატურულ პერიოდიკაში. 2018 წელს ინტელექტმა გამოსცა მისი მოთხრობების წიგნი "ღმერთი სამსახურშია", რომელიც მალევე იქცა ბესტსელერად.
წყარო: გამომცემლობა ინტელექტი: intelekti.ge; gametv.ge
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |