The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა კვიციანი

შოთა კვიციანი
დაბადების თარიღი:6 ივნისი, 1926  (98 წლის)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბეჩო, მესტიის რაიონი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი 1952 წელს. 

1952 წელს სამუშაოდ გააგზავნეს ქუთაისის საქალაქო პროკურატურაში, იმავე წლის ბოლოს იგი გადაიყვანეს მესტიის რაიონის პროკურატურაში გამომძიებლად; 1953 წელს დაევალა პროკურორის თანაშემწის მოვალეობის შესრულება; 1960 წელს აირჩიეს მესტიის რაიონის სახალხო მოსამართლედ; 1973 წელს იგი კვლავ დააბრუნეს პროკურატურის სისტემაში და დანიშნეს მესტიის რაიონის პროკურორად; 1982 წელს სამუშაოდ გადაიყვანეს აფხაზეთის პროკურატურაში და მას დაევალა მნიშვნელოვან საქმეთა გამოძიება. შემდგომ წლებში სხვადასხვა დროს მუშაობდა მესტიის პროკურატურის თანაშემწედ, მესტიის რაიონული გამგეობის იურისტ კონსულტანტად, საიდანაც 2004 წელს დამსახურებულ პენსიაზე გავიდა. დამსახურებული იურისტი.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.208


გააზიარე: