შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ერმენტო კვიციანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბეჩო, მესტიის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1941 წელს; ორწლიანი პარტიული სკოლა. 1935 წელს სკოლის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო სოფელ ლატალის შვიდწლიან სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად; სხვადასხვა დროს მუშაობდა გაზეთ "ახალი სვანეთის" რედაქტორად, მესტიის რაიონის განათლების განყოფილების გამგედ, ბეჩოს საშუალო სკოლის დირექტორად; დიდი სამამულო ომის დროს იცავდა კავკასიონის გადმოსასვლელებს და იყო ოცეულის მეთაური. იგი სრულყოფილად ფლობდა რუსულ და გერმანულ ენებს; ზეპირად კითხულობდა პასტერნაკს, ესენინს და რიგ სხვა მწერალთა ნაწარმოებებს. დღესაც, მას სვანეთში "დიდი ერმენტოს" სახელით იხსენებენ. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.212
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |