Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ მოდებაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. სხვადასხვა დროს მუშაობდა: გაზეთ "საბჭოთა აჭარის" კორექტორად, ჟურნალ "ლიტერატურულ აჭარაში" ლიტმუშაკად, საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის რეფერენტად, მხატვრული ლიტერატურის პროპაგანდის ბიუროს თავმჯდომარედ; 1978 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის დრამატული თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე; დაწერილი და გამოქვეყნებული აქვს საიუბილეო ბუკლეტები თეატრის ისტორიისათვის (თეატრის 30 მსახიობზე). ასევე, შექმნილი და დასტამბული აქვს მონოგრაფია საქართველოს სახალხო არტისტის, ნუნუ თეთრაძის ცხოვრებისა და სამსახიობო მოღვაწეობის შესახებ. პირველი კრებული 1968 წელს გამოაქვეყნა; გამოსცა წიგნები: "ყვავილობიდან ფოთოლცვენამდე" (რომანი, 1970), "ქალი და ჩიტები" (მოთხრობები, 1072), "ქარში მოტეხილი ტოტი" (მოთხრობები, 1974), "მე და შენ" (რომანი, 1979), "მახინჯი" (1981), "სილაში ვარდი" (რომანი, 1985), "არა იპარო" (რომანი, 1988), "ბოლო სიცრუისა" (რომანი, 1990), "თეა" (რომანი, 1991). ავტორია მხატვრული ნარკვევებისა, რომლებიც ცალკე წიგნადაა გამოცემული ("მეთერთმეტე მზის ნათება"). ესაა ციკლი, სადაც საუბარია აჭარა-მესხეთის ისტორიულ და დღევანდელ ადამიანებზე. წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.170 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |