Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აკაკი კვიციანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბეჩო, მესტიის რაიონი. 1942 წლიდან ომის დამთავრებამდე იგი აქტიურად მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში და შემართებით ებრძოდა გერმანელ ფაშისტ დამპყრობლებს. სრულიად ახალგაზრდა იყო იგი, როცა მესტიის უნიკალური მუზეუმის ხელმძღვანელობა დაავალეს. მაშინ მუზეუმში ექსპონატთა რაოდენობა 400-ს არ აღემატებოდა. სწორედ მის დიდ დამსახურებას და დაუღალავ შრომას განეკუთვნება ის, რომ დღეისათვის მუზეუმი 700-მდე ექსპონატით არის შევსებული. შემდგომ წლებში მესტიის რაიონის კულტურის განყოფილებასა და კულტურული მემკვიდრეობის ცენტრს ხელმძღვანელობდა. მისი თაოსნობით და უშუალო ხელმძღვანელობით რესტავრაცია გაუკეთდა და აღდგენილი იქნა არა ერთი კულტურული ძეგლი. აღადგინა პლატონ დადვანის სახელობის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი, რომელმაც რესპუბლიკურ ფესტივალზე დიდ წარმატებას მიაღწია. დაჯილდოებული იყო როგორც საბრძოლო, ისე შრომაში მიღებული ორდენებითა და მედლებით. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.213 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |