The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეიმურაზ ჯოჯუა

თეიმურაზ ჯოჯუა
Date of birth:31 August, 1966  (58 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალობით 1991 წელს.

1987-1992 წწ. მუშაობდა ბათუმის საყოფაცხოვრებო მანქანათსაშენ ქარხანაში, მთავარი კონსტრუქტორის განყოფილებაში III-ე კატეგორიის ინჟინერ-კონსტრუქტორად ქარხნის რეკონსტრუქციისა და კაპიტალური მშენებლობის დარგში; 1992-2006 წწ. სტუ-ს ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტის N83 ზოგადტექნიკური კათედრის ლაბორანტი, ასისტენტი; 2005 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა მეცნიერებათა კანდიდატის სტატუსი; 2006 წელს იყო სტუ-ს ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტის N83 ზოგადტექნიკური კათედრის დოცენტის მოვალეობის შემსრულებელი; 2006-2007 წწ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 2007-2011 წწ. ამავე ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი; 2006-2009 წწ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 2009 წლიდან დღემდე ამავე ფაკულტეტის პროფესორი; სამეცნიერო / დარგობრივი ინტერესების სფერო: საშენი მასალები და ნაკეთობები; გარდა მეცნიერული საქმიანობისა აქტიურად მონაწილეობს სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის განვითარებაში, კერძოდ საშენი მასალებისა და ნაკეთობების ხარისხის კონტროლის მიმართულებით; 2007-2021 წწ. საშენი მასალებისა და ნაკეთობების საგამოცდო ლაბორატორია შპს "მშენტექკონტროლი"-ს დირექტორი; მისი უშუალო ხელმძღვანელობით ლაბორატორიამ გაუწია მომსახურეობა და კონსულტაცია 250-ზე მეტ, მათ შორის ოცამდე უცხო ქვეყნის სამშენებლო ორგანიზაციებს. არის აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს მოწვეული სპეციალისტი.

Bibliography


Share: