The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბექა ადამაშვილი

ბექა ადამაშვილი
დაბადების თარიღი:1990  (35 წლის)
კატეგორია:მწერალი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტი, მედიასკოლის ჟურნალისტიკისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით.

მისი მოთხრობები იბეჭდებოდა პერიოდულ გამოცემებსა და გაზეთებში. 2009-2013წწ. იყო ბლოგერი და საკუთარ ბლოგზე აქვეყნებდა სატირულ-იუმორისტულ სტატიებს, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა ახალგაზრდებს შორის. სარეკლამო სააგენტოს კრეატიული დირექტორი. 2013 წელს ბექა ადამაშვილი გახდა ლიტერატურულ კონკურს "შემოდგომის ლეგენდის" გამარჯვებული, სადაც მოთხრობამ "XXVIII: წერტილი" პირველი ადგილი მოუტანა. მისი პირველი რომანია "ბესტსელერი" (2014). 2018 წელს მიღებული აქვს ევროკავშირის ლიტერატურული პრემია რომანისთვის "ამ რომანში ყველა კვდება". მისი წიგნები თარგმნილია ინგლისურ, თურქულ, გერმანულ და ბულგარულ ენებზე.

წყარო: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა: sulakauri.ge

ბიბლიოგრაფია

  • ბესტსელერი : რომანი (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2018. - 160გვ.. - ISBN: 9789941302077
  • ამ რომანში ყველა კვდება : რომანი (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2018. - 200გვ.. - ISBN: 9789941301995
  • Bestseller : Roman (ავტორი). - Dresden; Leipzig , Voland&Quist, 2017. - 172p. . - ISBN: 9783863911836

გააზიარე: