The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ტარიელ კვიციანი

ტარიელ კვიციანი
Date of birth:21 August, 1975  (49 years)
Category:Economist, Historian, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბეჩო, მესტიის რაიონი.

დაამთავრა თბილისის ეკონომიკის ინსტიტუტი; ივანე ჯავახისვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით 1999 წელს, ისტორიის ფაკულტეტი მაგისტრის ხარისხით 2001 წელს, ივანე ჯავახისვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა 2004 წელს, უნივერსიტეტის დოქტორატურა 2007 წელს.

2003-2005წწ. იყო საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი; 2004 წელს ე. თაყაიშვილის სახელობის სტიპენდიანტი; 2000-2001წწ. გაიმარჯვა უნივერსიტეტის სამეცნიერო რესპუბლიკურ კონფერენციაში და მას გადაეცა პირველი ხარისხის დიპლომი და საქართველოს პრეზიდენტის მადლობის წერილთან ერთად საპატიო დიპლომი; ფლობს ქართულ, გერმანულ, რუსულ, ინგლისურ და სპარსულ ენებს. გამოქვეყნებული აქვს 26 სამეცნიერო ნაშრომი; 2003 წლიდან არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერებათა საზოგადოების თავმჯდომარე, 2004 წლიდან ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი და ლექციებს კითხულობს ძველი მსოფლიო ისტორიის საკითხებზე; 2007 წელს აირჩიეს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის პრეზიდენტად. სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა ვანის, ფიჭვნარის, სამცხე-ჯავახეთის, ტაო-კლარჯეთის, ჰერეთის არქეოლოგიურ ექსპედიციებს. არის ყოველთვიური ახალგაზრდული ლიტერატურული ჟურნალ "ლილ"-ეს გამომცემელი, ნ. მარის სამეცნიერო შრომების კრებულის მთავარი რედაქტორი; რედაქტორობს არა ერთ სამეცნიერო ნაშრომს, 2006 წელს გამოსცა ლექსების კრებული "ოდა ტკივილისა".

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.215


Share: