The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ქსენია მჟავია

ქსენია მჟავია
Date of birth:1925
Date of death:2007  (at 82 years)
Category:Poet

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი სუფსა, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიური განყოფილება.

პირველი ლექსი 1945 წელს დაიბეჭდა გაზეთის ("ლიტერატურა და ხელოვნება") ფურცლებზე. პირველი ლექსთა კრებული ("ლექსები) 1954 წელს გამოიცა. ამას მოჰყვა სხვადასხვა პერიოდში დასტამბული წიგნები: "სიცოცხლე მღერის" (1949), "იცინიან ვარსკვლავები" (1969), "თეთრი აპრილი" (1972), "რჩეული" (1977), "დამიჯერე" (1981), "შეყვითლებია ჭადარს ფოთლები" (1985), "ხსოვნა" (1988), "თანდათან" (1996). 1952 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციაში კონსულტანტად. მიღებული აქვს აჭარის უზენაესი საბჭოს საპატიო სიგელი.

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.172

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი

Bibliography


Share: