The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილო მთიბელაშვილი

დაბადების თარიღი:1901
გარდაცვ. თარიღი:1953  (52 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი ლაფანყური, თელავის რაიონი
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩარგალი, დუშეთის მუნიციპალიტეტი.

მცირე ხანში მისი მშობლები საცხოვრებლად ჯერ წითელწყაროს რაიონის სოფელ ქვემო ქედში გადასულან, შემდეგ - ყვარლის რაიონში. საბოლოოდ კი ლაფანყურში დამკვიდრებულან. ილო მთიბელაშვილს სკოლაში არ უვლია, წერა-კითხვა მწყემსობაში ისწავლა. ძალიან უყვარდა წიგნები და ბევრსაც კითხულობდა; თითქმის მთელი სიცოცხლე ცხვარში გაატარა. იყო მეცხვარეობის ბრიგადირი, ფერმის გამგე. 1953 წელს, როცა კოლმეურნეობის მანქანით ზამთრის საძოვრებიდან სოფელში ბრუნდებოდა, მანქანა გადავარდა და დაიღუპა. 40-იანი წლების ახალგაზრდობამ მისი ყველა ლექსი ზეპირად იცოდა; ამ ლექსებს მღეროდნენ ფანდურზე.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ. 224-225

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: