| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ილო მთიბელაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჩარგალი, დუშეთის მუნიციპალიტეტი. მცირე ხანში მისი მშობლები საცხოვრებლად ჯერ წითელწყაროს რაიონის სოფელ ქვემო ქედში გადასულან, შემდეგ - ყვარლის რაიონში. საბოლოოდ კი ლაფანყურში დამკვიდრებულან. ილო მთიბელაშვილს სკოლაში არ უვლია, წერა-კითხვა მწყემსობაში ისწავლა. ძალიან უყვარდა წიგნები და ბევრსაც კითხულობდა; თითქმის მთელი სიცოცხლე ცხვარში გაატარა. იყო მეცხვარეობის ბრიგადირი, ფერმის გამგე. 1953 წელს, როცა კოლმეურნეობის მანქანით ზამთრის საძოვრებიდან სოფელში ბრუნდებოდა, მანქანა გადავარდა და დაიღუპა. 40-იანი წლების ახალგაზრდობამ მისი ყველა ლექსი ზეპირად იცოდა; ამ ლექსებს მღეროდნენ ფანდურზე. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ. 224-225 Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

