The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლუკა მთიბელაშვილი

დაბადების თარიღი:1927  (99 წლის)
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლაფანყური.

დაამთავრა 4 კლასი და დაიწყო შრომითი საქმიანობა კოლმეურნეობაში. ხშირად ავადმყოფობდა, მაგრამ საკუთარ ჯანმრთელობას ყურადღებას ვერ აქცევდა. 1973 წლიდან მესამე ჯგუფის ინვალიდია. მალე მხედველობა დაუქვეითდა და 1980 წლიდან სრულიად დაეკარგა. მაგრამ ამას არ შეუშინდა, ჯერ გონებაში თხზავდა ლექსებს, შემდეგ კი კარნახობდა ჩასაწერად. ზეპირად იცოდა არა მარტო თავისი ლექსები, არამედ ძალიან ბევრი ხალხური ლექსი და ვაჟას თითქმის ყველა პოემა.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ. 225

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: