The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბიძინა მინდაძე

ბიძინა მინდაძე
დაბადების თარიღი:1940
გარდაცვ. თარიღი:1991  (51 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პოეტი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1964 წელს.

1972-1979წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული, პროფილაქტიკური მედიცინის, სტომატოლოგიური ფაკულტეტების ნერვულ სნეულებათა კათედრის ასისტენტად; მისი დებიუტი ლიტერატურულ ასპარეზზე 1960 წელს შედგა, როდესაც სალიტერატურო პერიოდიკაში გამოაქვეყნა პირველი ლექსები. იგი თერთმეტი პოეტური კრებულის ავტორია, მათ შორისაა: "თბილი თოვლი", "მესამე ზარი", "სახელები", "უპირველეს სიყვარულს", "მიზეზი ლხინთა ლევისა..."; მის კალამს ეკუთვნის, აგრეთვე, საყმაწვილო ლექსების კრებულები "ორი ჭიანჭველა" და "ეკამ ვარდი დახატა". არის 50 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის 1 მონოგრაფიისა- "ნერვული სისტემის მემკვიდრული დაავადებები" (1987). მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1979), ცნობილი ექიმისა და საზოგადო მოღვაწის ალექსი მინდაძის შვილი.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ. 226; საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.332-333

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1978-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: