შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო მოდრეკილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. კასპი. 1998 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე; მეორადი სპეციალობა – კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების სპეციალისტი. ლექსებს ბავშვობიდან წერს. მისი ლექსები შესულია შემდეგ კრებულებში: "ოცნება" (გორი, 1995), "გარა" (თბილისი, 1993), "ლექსების გამოფენა" (ბათუმი, 2013), "ზეკართნ" ( შუახევი, 2013, 2014 , 2015), "გამოუქვეყნებელ ლექსთა კრებული" (თბილისი, 2014), "ემიგრანტის წერილი", (თბილისი, 2014), "ჩანაწერები ინგას უბნიდან" (ბათუმი, 2015) ), "მოდინახე" (საჩხერე, 2015), "ოდეონი" (ხარაგაული, 2015), "წმინდა ნინოს ჯვარი" (თბილისი, 2015), "ინსპირაცია" (თბილისი 2015), "13 სტიქია" ( თბილისი, 2015). გამოცემული აქვს პოეტური კრებულები: "სულის ქარვები" (2014), "ფერნაცვალ ფიქრთან" (2016), "ქვაკაცა" (2018). წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ. 230-231 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |