შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შაქრო რომანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი აჭყვისთავი, ქობულეთის რაიონი. დაამთავრა მოსკოვის გორკის სახელობის საკავშირო ლიტერატურის ინსტიტუტი 1965 წელს. იგი ერთადერთი პიროვნება იყო საქართველოდან, რომელმაც ამ ინსტიტუტის ექვსწლიანი სრული კურსი დაასრულა. რომანაძის პირველი მოთხრობა - "მწვერვალები" დაიბეჭდა გაზეთ "იზვესტიაში". იბეჭდებოდა ჟურნალ "მოლოდაია გვარდიაში". გამოქვეყნდა მისი რომანი "მოხუცი ყემბერის წყარო". იგივე მოთხრობა გადაბეჭდა "რომან გაზეტამაც" თავის საიუბილეო ნომერში. იგი ნაყოფიერად მოღვაწეობდა ჟურნალისტიკის სფეროში. ათეული წლების მანძილზე მუშაობდა გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" კორესპონდენტად აჭარში; არის 200 -ზე მეტი საინტერესო ჟურნალისტური სტატიის ავტორი. გამოცემული აქვს წიგნები: "მოხუცი ყემბერის წყარო" (1977), "ფესვები" (1983), "ხინოს გადასახედიდან" (1999), "მწვერვალები" (2002). მიღებული აქვს ჟურნალ "მოლოდაია გვარდიას" პრემია რომანისთვის "მოხუცი ყემბერის წყარო". წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.176 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |