შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გენო კვიციანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბეჩო, მესტიის რაიონი. აფხაზეთში საბრძოლო მოქმედების დროს, იგი მოხალისედ წავიდა ომში და გაგრის ბატალიონში დაიწყო საბრძოლო მოქმედებები. მოწინააღმდეგის მიერ დიდი რაოდენობით თავმოყრის გამო, გაგრა მტრის ხელში გადავიდა და გაგრის ბატალიონმა დაიხია სოხუმის მისადგომებთან და დაიკავა პოზიციები. 1994 წლის 19 სექტემბერს, სოხუმის მისადგომებთან, კერძოდ კი სოფელ გუმისტასთან მტრის ძალების შემოტევის დროს, უთანასწორო ბრძოლაში, ბატალიონმა მთელი დღის განმავლობაში ერთი ნაბიჯითაც უკან არ დაიხია და თითქმის მთელმა შემადგენლობამ შესწირა სიცოცხლე. ამ გმირულ ბრძოლაში, დაიღუპა გენო კვიციანიც, რომლის საფლავის ადგილი დღემდე უცნობია. მისი სახელი არასდროს იქნება დავიწყებული ოჯახის, ახლობლებისა და საქართველოს უახლოეს ისტორიაში. აფხაზეთის ომის აქტიური მონაწილე. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.217
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |