The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ტიტე მოსია

ტიტე მოსია
Date of birth:1946  (79 years)
Category:Educator, Poet

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კახათი, ზუგდიდის რაიონი.

დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი 1970 წელს.

სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტში დატოვებულ იქნა სამუშაოდ ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრაზე, ცხრა წელი მუშაობდა ლაბორანტად. 1979 წლიდან აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებელია, ხოლო 1984 წლიდან − დოცენტი. აფხაზეთის ომის შემდეგ წლების მანძილზე ლექციებს კითხულობდა სახელმწიფო და საერო უმაღლეს სასწავლებლებში: თსუ-ს სოხუმის ფილიალი, ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი (განაგებდა ქართული და საზღვარგარეთული ლიტერატურის კათედრას), სოხუმის ილია ვეკუას სახელობის უნივერსიტეტი (იყო ფილოლოგია-იურიდიული ფაკულტეტის დეკანი), ფოთის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, სოხუმის ცოტნე დადიანის სახელობის ჰუმანიტარული ინსტიტუტი. 1996 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანია. 2009 წლიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. გამოცემული აქვს 15 პოეტური კრებული.
წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ. 232; kereseli.ucoz.com

Bibliography


Share: