The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფაუსტ ნადარაია

ფაუსტ ნადარაია
დაბადების თარიღი:1955  (70 წლის)
კატეგორია:მთარგმნელი, პოეტი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

ფაუსტ ნადარაიას ლექსები, თარგმანები, ლიტერატურული წერილები და სხვადასხვა სახის კრიტიკულ-კვლევითი შრომები სისტემატურად ქვეყნდება პერიოდულ პრესაში. არის რაიონულ გაზეთ "მარტვილის" რედაქტორი, ავტორია წიგნებისა: "მარტვილის სახელოვანი შვილები", "გიორგი ჭყონდიდელი", საცნობარო წიგნი "მარტვილი" (ზურაბ ბიგვავასთან ერთად), "გონების სავარჯიშო ბავშვებისთვის", "სამეგრელო-ზემო სვანეთი", ლიტერატურული წერილების კრებული "რეპლიკები და მოსაზრებები". 2016 წელს შეადგინა და გამოსცა მეგრული ლექსების კრებული "ბჟა დია ჩქიმი". მის ერთ ლექსს − "ჩქიმი ჭიჭე სამარგალო" − რომელზეც მშვენიერი მუსიკაა შექმნილი, მთელი სამეგრელო მღერის.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ. 236

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: