Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სოსო ნადირაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი ლიტერატურული მოღვაწეობა ახალგაზრდულ ასაკშივე დაიწყო, მისი ლექსები დიდი წარმატებით იბეჭდება საქართველოში და უცხოეთში. 1989 წელს მ. ღანიშაშვილთან ერთად გამოსცა პირველი პოეტური კრებული "ორი ნაპირი", 1992 წელს ლექსების კრებული "გამობრუნება". 2002 წელს ლექსების კრებული "ზამთრის მონოლოგი," სადაც დაიბეჭდა სამი პოემა "აბელი ძმაი კაენისა," "ვარსკვლავი და მოგვები" და "ჩვენს გულებში იწყები და სიყვარულში მთავრდები". 2003 წელს დაიბეჭდა მინი რომანი "ფქვილდაფქვილ სიარული". 2005 წელს ლექსების კრებული "ჩრდილში დარჩენილი ლექსები". 2008 წელს გამოიცა რომანი "ხაკისფერი ჩადრი". 2013 წელს ლექსების კრებული "ლექსი თეთრი ბილეთი". 2009 წელს გადაეცა საქართველოს პირველი ლედის, სანდრა რულოვსის პრემია კონკურსში "შოთაობა" გამარჯვებისათვის. 2012 წელს ლიტერატურული ჟურნალი "ჩვენი მწერლობა" მწერალს წლის პოეტად ასახელებს. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ. 237-238; საქართველოს სამეფო: georoyal.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |