შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილია რურუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ორქა, მარტვილის რაიონი. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1943 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა: გაზეთ "საბჭოთა აჭარისა" და საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის განყოფილების პასუხისმგებელ მდივნად, აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილედ, საქართველოს ტელევიზიის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მაუწყებლობის რედაქციის მთავარ რედაქტორად, საქართველოს წიგნის პალატის დირექტორად, საქართველოს ტელეფილმების სტუდიის მთავარ რედაქტორად და დირექტორად, საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებულის მოადგილედ; 1944 წელს გაზეთ "საბჭოთა აჭარაში" გამოქვეყნდა მისი პირველი მოთხრობა "ერთ წყნარ საღამოს"; იგი ავტორია პროზაული კრებულებისა: "როცა ცხოვრებას შეიტყობ", "პირველი ხილვა", "წმინდა ალაგი", "მზის ყურე", "მწვანე კორდი", "ფიორდების ტყვე", "ზარდახშაში მთვლემარე ლომი"; მისი მოთხრობები სხვადასხვა ლიტერატურულ კონკურსზე აღინიშნა პრემიებით; მრავალი მათგანი თარგმნილია უცხო ენებზე; ილია რურუას კინოსცენარების მიხედვით გადაღებულია სრულმეტრაჟიანი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმები: "რუსთაველის ნაკვალევზე", "პალესტინის სიძველეთა საიდუმლოებანი", "მოლანდება", "ვინც ქარს სთესავს"; იგი არჩეული იყო თბილისისა და ბათუმის საქალაქო საბჭოების დეპუტატად. იყო პუბლიცისტიკის სექციის ბიუროს თავმჯდომარე. წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.180 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |