The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ნარსია

ნოდარ ნარსია
დაბადების თარიღი:1931
გარდაცვ. თარიღი:4 აპრილი, 1991  (60 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მთარგმნელი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ძველი აბაშა, აბაშის რაიონი.

დაამთავრა საშუალო სკოლა 1951 წელს და სწავლა განაგრძო თბილისში ეკონომიკა-ორგანიზაციის სპეციალობით.

პირველი ლექსები დაიბეჭდა 1952 წელს. 1960 წლიდან პერიოდულად გამოდიოდა ნოდარ ნარსიას დამოუკიდებელი კრებულები: "სიმღერის დაბადება" (1960), "მზეს გამოჰყევით" (1966); "ლამაზო დღეო" (1966), "ლექსები" (1967), "ფიქრიანი დღე" (1971), "ჩემი ფრთოსნები" (1974), "იდუმალების გამოსხივება" (1976), "ლაჟვარდები ცა" (1979); "სიცოცხლის საგალობელი" (1981), "ლტოლვა ცისაკენ" (1985). მუშაობდა მთარგმნელობით დარგშიც, ნათარგმნი აქვს ჰაინრიხ ჰაინეს და ისიდორ კოზათის ლექსები. ოცდახუთი წელიწადი მუშაობდა გამომცემლობა "განათლება"–ს მთავარ რედაქტორად.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ. 240; ბურუსი: burusi.wordpress.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1965-1991)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: