The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შოთა გეთია

შოთა გეთია
Date of birth:30 October, 1904
Date of death:11 June, 1984  (at 79 years)
Burial location:საბურთალოს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Public official, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჯიხაშკარი, ზუგდიდის რაიონი.

დაამთავრა ამიერკავკასიის 26 კომისრის სახელობის კომუნისტური უნივერსიტეტი 1932 წელს.

დაიბადა 1906 წელს კაზაკთა სადამსჯელო რაზმის მიერ ზუგდიდის მაზრაში გლეხთა აჯანყების ხელმძღვანელობისათვის დახვრეტილი გლეხი დიმიტრი გეთიას ოჯახში. 1925 წლიდან სხვადასხვა დროს მუშობდა სასოფლო საბჭოს აღმასკომის მდივნად, საქართველოს კპ (ბ) ტყიბულის რაიკომის საქმეთა მმართველად, ზუგდიდის სამაზრო პროკურატურის მდივნად. 1932 წელს  ამიერკავკასიის 26 კომისრის სახელობის კომუნისტური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შოთა გეთია პარტიულ სამუშაოზეა. მუშობდა საქართველოს კპ (ბ) ფოთის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სახალხო განათლების განყოფილების გამგედ, პარტიის საქლაქო კომიტეტის განყოფილების გამგედ, მდივნად კადრების დარგში. 1938 წელს არჩეულ იქნა ფოთის საქალაქო კომიტეტის მეორე მდივნად. 1941 წლის ოქტომბერიდან შ. გეთია ეწერება მოხალისედ მოქმედ არმიაში და ბატალიონის კომისრის რანგში მონაწილეობს ქერჩის ბრძოლებში, დაიჭრა და 1942 წლის ნოემბერში დემობილიზებული იყო არმიიდან. 1942 წლის ნოემბრიდან პარტიიის გულრიფშის რაიკომის პირველი მდივანია. 1943 წლიდან - პარტიიის გაგრის რაიკომის პირველი მდივანია. 1948 წლის ოქტომბრიდან საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მეორე მდივანია. 1951 წლის დეკემბრიდან საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანია. 1953 წლის 14 აპრილამდე შოთა გეთია საქართველოს კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის ბიუროს წევრია. იყო საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს მე-2 მოწვევის (1947-1951წ.წ.) დეპუტატი, სსრკ-ს მე-19 ყრილობის (1952) დელეგატი. 1953 წლის ივნისში ლავრენტი ბერიას განკარგულებით გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან, ხოლო იმავე წლის დეკემბერში - გარიცხულ იქნა კომუნისტური პარტიის რიგებიდან. 1956 წლიდან 1964 წელს პენსიაზე გასვლამდე მუშაობდა ძეგვის კირის ქარხნის დირექტორად. 1966 წელს აღდგენილ იქნა კომუნისტური პარტიის რიგებში. მიღებული აქვს ოქროს მედალი "ნამგალი და ურო".

Awards and Honors

  • 1948 - ლენინის ორდენი
  • 1948 - სოციალისტური შრომის გმირი
    1947 წელს გაგრის რაიონში ჩაის მოსავლის მაღალი მაჩვენებლების მიღწევის ორგანიზებისთვის
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
    ქერჩის დაცვითი ხაზის აგებაში მონაწილეობისათვის
  • ლენინის ორდენი

Share: