The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სილბისტრო კვანჭიანი

სილბისტრო კვანჭიანი
დაბადების თარიღი:20 იანვარი, 1923
გარდაცვ. თარიღი:მაისი, 2008  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლატალი, მესტიის რაიონი.

დაამთავრა ბეჩოს საშუალო სკოლა 1940 წელს.

1945 წელს შევიდა საბუღალტრო სკოლაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა და მუშაობა დაიწყო სოფელ ლატალის აღმასკომში მდივნად; 1949 წელს გადაიყვანეს სოფელ ლატალის კოლმეურნეობის მთავარ ბუღალტრად; 1961-1965წწ. იყო მესტიის კოლმეურნეობის მთავარი ბუღალტერი; 1965-1975წწ. გადაიყვანეს მესტიის სოფლის მეურნეობის სამმართველოს მთავარ ბუღალტრად, შემდეგ პენსიაში გასვლამდე სამი წელი რაიონის სატყეო მეურნეობაში საბუღალტრო საქმეს ხელმძღვანელობდა. აქტიურად მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში; იყო მესტიის რაიონში განთქმული მედიატორი, მან მრავალი ოჯახი გადაარჩინა სისხლის ღვრას. 1994 წლიდან არჩეული იყო ნაფიც მსაჯულათ და შემრიგებელი კომისიის თავმჯდომარედ.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.218

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

გააზიარე: