Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიშა კვანჭიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ლატალი, მესტიის რაიონი. დაამთავრა მესტიის სახელმწიფო პედაგოგიური სასწავლებელი 1941 წელს; თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1962 წელს. დიდი სამამულო ომის წლებში, მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული დანიშნულების რაზმში, რომელიც იცავდა კავკასიონის გადმოსასვლელებს გერმანელ დამპყრობლებისაგან. 1943 წლიდან სხვადასხვა დროს მუშაობდა ლატალის რვაწლიან სკოლაში მასწავლებლად, მესტიის რაიკომში ინსტრუქტორად, რაიკომის პირველი მდივნის თანაშემწედ და საერთო განყოფილების გამგედ; 1945-1957წწ. სწავლობდა საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებულ სკოლაში, 1962 წელს დაინიშნა მესტიის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასკომის მდივნად, 1963 წელს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ და რაიონის საგეგმო კომისიის თავმჯდომარედ; 1965 წელს როგორც კვალიფიციური და გამოცდილი მუშაკი დაინიშნა მესტიის რაიაღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ, სადაც მან ამ თანამდებობაზე 17 წელი იმუშავა; 1982 წელს იგი სამუშაოდ გადაიყვანეს და დანიშნეს მესტიის რაიონის სამომხმარებლო კოოპერაციის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობაზე; 1988 წელს მესტიის რაიონის საგზაო საექსპულატაციო უბანში კადრების განყოფილების გამგედ. პარტიული და სახელმწიფო მუშაკი. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.219
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |