Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ენვერ ნიჟარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა ლენტეხში. დაამთვრა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1977 წელს. 1966 წლებში თამაშობდა ქუთაისის "ტორპედოს" ოსტატ ფეხბურთელთა გუნდში, ანდრო ჟორდანიას უფროსი მწვრთნელობისას. 1982-1988წწ. მუშობდა ჟურნალ "დილის" მთავარ რედაქტორად, 1988-1991წწ. მწერალთა კავშირის მდივნად. 1991 წელს დაინიშნა საქართველოს მთავრობის თამჯდომარის მოადგილედ. სახელმწიფო გადატრიალებისა და ეროვნული ხელისუფლების ჩამოგდების შემდეგ მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. გამოცემული აქვს კრებულები: "მარადიული დღესასწაული" (1977), "მაღალი აფრა" (1979), "ვარსკვლავები ქალაქის თავზე" (1981), ლექსები (1984), "ხე მსხმოიარე" (1989), "მზე ამოვა ქართველთა" (1990). თარგმნილი აქვს ებრაელ პოეტთა ლექსები. 1990 წლის შემდეგ 25 წლის განმავლობაში მოუხდა ემიგრაციაში ცხოვრება და იქ შექმნა წიგნი "გრიგოლ (აველონ) რობაქიძე". 2014 წლის სექტემბერში დაბრუნდა სამშობლოში. მას ეკუთვნის ცნობილი ლექსი "რა სიმშვიდეა, ქალბატონო", რომელიც კომპოზიტორმა ნუგზარ ჩხაიძემ აამღერა: რა სიმშვიდეა, ქალბატონო… წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ. 244; კვირა-მედიაჰოლდინგი: kvira.ge; დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე. -თბ., ლეთა, 2017. -გვ.286-313 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |