The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ეკა ავალიანი

ეკა ავალიანი
Date of birth:30 December, 1963  (61 years)
Category:Historian, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი სპეციალობით ისტორია - არქეოლოგია 1987 წელს; ამავე უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა ძველი მსოფლიოს ისტორიის მიმართულებით 1991 წელს.

1991-1993წწ. მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის ლაბორანტად; 1993-1995წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ლაბორატორიის უფროს მეცნიერ თანამშრომელად; 1995-2002წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის ისტორიის კათედრის დოცენტად; 2002-2006წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის ისტორიის კათედრის პროფესორად; 2006-2013წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის სრულ პროფესორად; 2013-2017წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის "ინტერკულტურული კვლევები ძველ და შუა საუკუნეების ისტორიაში" პროგრამის ხელმძღვანელად; 2014-2015-2016წწ. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს მოწვეულ ლექტორად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეულ ლექტორად; 2016-2017წწ. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად; 2017 წლის ოქტომბრიდან არის შვი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1991), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2002).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ეტრუსკული ცივილიზაციის კვლევის თანამედროვე ასპექტები", დაიცვა 1991; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ძველი ცივილიზაციების ფორმირება მახლობელ აღმოსავლეთსა და ცენტრალურ მედიტერანულ სამყაროში", დაიცვა 2002 წელს.

Bibliography


Share: