The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მამულაშვილი

გიორგი მამულაშვილი
დაბადების თარიღი:1995  (30 წლის)
კატეგორია:მკვლევარი, ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამა 2021 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის გადაწყვეტილებით, 2021 წლიდან ჩაირიცხა ამავე უნივერსსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის "საჯარო მმართველობის" სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე.

უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაწყებამდე სწავლობდა კაჭრეთის პროფესიულ სასწავლლებელში; 2015-2018 წწ. იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზოგადოებრივი კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2020 წლიდან არის ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის "ახალგაზრდა ევროპელი ელჩი" საქართველოდან; 2020-2022 წწ. მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში. მის ძირითად საკვლევ მიმართულებებს წარმოადგენს პროფესიული განათლების პრობლემები და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკა.

წყარო: ზაურ მირიანაშვილის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პროფესიული განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი, დამფუძნებელი (2019-)

ბიბლიოგრაფია

  • ხელისუფლება და საზოგადოება - 2021 : XV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული (ავტორი) // სამეცნიერო ჟურნალი "ხელისუფლება და საზოგადოება ისტორია, თეორია, პრაქტიკა" : ევროპული ქვეყნების პროფესიული განათლებისა და პროფესიული გადამზადების სისტემის მაგალითები. - თბილისი, ტექნიკური უნივერსიტეტი, 2021. - 178გვ.
  • ხელისუფლება და საზოგადოება - 2019 : XIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული (ავტორი) // სამეცნიერო ჟურნალი "ხელისუფლება და საზოგადოება ისტორია, თეორია, პრაქტიკა". - თბილისი, ტექნიკური უნივერსიტეტი, 2019. - 390გვ.. - ISBN: 9789941285257

გააზიარე: