The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იუსუფ ფაღავა

იუსუფ ფაღავა
დაბადების თარიღი:1912
გარდაცვ. თარიღი:1982  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ ყოროლისთავის სასაფლაო, ხელვაჩაურის რაიონი
კატეგორია:იურისტი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ყოროლისთავი, ხელვაჩაურის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი 1933 წელს; თბილისის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1939 წელს. 

ავტორია რამდენიმე ისტორიული და თანამედროვეობის ამსახველი ნაწარმოებებისა; მისი პირველი რომანი "ჩაუმქრალი კერა" 1959 წელს დაისტამბა; ამას მოჰყვა სხვა რომანები და მოთხრობათა კრებულები: "ქედუხრელნი" (1962), "ცხოვრების ნაპრალი" (1969), "საბედისწერო შეცდომა" (1972), "ბედის ვარსკვლავი", "წინაპართა აჩრდილები" (ორ ნაწილად 1975-1978), "ცხოვრების გაკვეთილები" (1982), "სამტომეული" (1998); ჩვენს პროზაში პირველმა სცადა წარმოეჩინა XIII საუკუნის დიდი მეცნიერის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ტბელ აბუსერისძის ცხოვრება და მოღვაწეობა. მიღებული აქვს აჭარის დამსახურებული იურისტის წოდება.

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.190

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აჭარის ადვოკატთა კოლეგია, წევრი (1939-)
  • აჭარის ადვოკატთა კოლეგიის პრეზიდიუმი, თავმჯდომარე (1952-1982)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: