Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯემალ ქათამაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჭახათი, ქობულეთის რაიონი. დაამთავრა სამხედრო საავიაციო-სამეთაურო სასწავლებელი 1954 წელს; საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სამი კურსი (დაუსწრებელი განყოფილება). მუშაობდა უშიშროების დასასვენებელი სახლის ექსკურსიამძღოლად (1957-1960), დასასვენებელ სახლ "შუქურას" დირექტორის მოადგილედ (1960-1965), დასასვენებელ სახლ "ნიავის" დირექტორის მოადგილედ (1965-1979), საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციაში კონსულტანტად და მხატვრული ლიტერატურის პროპაგანდის ბიუროს რწმუნებულად (1975-1993); ჯ. ქათამაძის პირველი ლექსი დაიბეჭდა ალმანახ "ტალღა"- ში 1954 წელს; ავტორია 15 წიგნისა, ესენია: "ზღვა და სიყვარული" (ლექსები, 1963), "მხოლოდ გული" (ლექსები, 1968), "ორი ქრიზანთემა" (ლექსები, 1970), "ოცნების კონცხი" (ლექსები, 1972), "სოფლის სიამაყე" (ნარკვევი, 1976), "რაც მინატრია" (ლექსები, 1978), "ტირიფი ქარში" (ლექსები, 1980), "მშვიდი ზღვა" (ლექსები, 1982), "რჩეული" (ლექსები, 1983), "წითელი თოვლი" (ლექსები, 1986), "ნდობის კაცი" (დოკუმენტური მოთხრობა, 1988), "ღიმილი და ფიქრები დედისა" (ნარკვევი, 1990), "შემოდგომის მოტივები" (ლექსები, 1991), "მიიწურა შემოდგომა" (ლექსები, 1993), "Обьяния" (ლექსები, 1994, Советский писатель); ჯ. ქათამაძის ლექსები იბეჭდებოდა რუსულ, უკრაინულ, სომხურ, ბულგარულ ენებზე. მიღებული აქვს საქართველოს სსრ დამსახურებული პროპაგანდისტის წოდება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი და მედლები. მისი გარდაცვალების შემდეგ, ბათუმში ერთ-ერთ ქუჩას მიეკუთვნა ჯემალ ქათამაძის სახელი. წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.193 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |