შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა ქურიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტი ფილოლოგის სპეციალობით. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა: გაზთ "ინდუსტრიული ქუთაისის" რედაქციაში (სტილისტად, განყოფილების გამგედ, რედაქტორის მოადგილედ, რედაქტორად), 1949-1958-1971-1985 წლებში - გაზეთ "საბჭოთა აჭარის" რედაქტორად, აჭარის მინისტრთა საბჭოსთან არსებული რადიომაუწყებლობის კომიტეტის თავმჯდომარედ, ჟურნალ "ლიტერატურული აჭარის" რედაქტორად; იყო საქართველოს პოლიტექნიკური და მეცნიერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების აჭარის განყოფილების პასუხისმგებელი მდივანი, გამომცემლობა "საქართველოს" აჭარის რედაქციის გამგე. სხვადასხვა პერიოდში გამოცემული აქვს წიგნები: "მხატვრული სიტყვის განვითარება აჭარაში" (1970), "ანტონ ფურცელაძის ლიტერატურულ-კრიტიკული შეხედულებანი" (1976), "ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები" (1978), "წარსულის ფურცლები ქართული ლიტერატურის, კრიტიკისა და ჟურნალისტიკის ისტორიიდან" (1982), "ჭაბუკი იყო, ქარბუქი იყო" (1985) და სხვ. სახლზე, სადაც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე განთავსებულია მემორიალური დაფა. წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.195 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |