Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ამირან შერვაშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა კიევის კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სასცენო განყოფილება 1935 წელს. მუშაობდა თბილისის "სახკინმრეწვის" სასცენარო განყოფილებაში, აჭარის რევოლუციის მუზეუმში; იყო აჭარის განათლების კომისარიატის სალექციო ბიუროს უფროსი, საზოგადოება "ცოდნის" აჭარის განყოფილების ლექტორი; სამწერლო მოღვაწეობა მოთხრობების, ნოველებისა და რომანების წერით დაიწყო; გამოაქვეყნა კრებულები: "ბაგრატიონი", "ყიზლარიდან ბოროდინომდე", "ერთგულება", "პრომეთეოსის ქალიშვილი", "პროვინციელები" და სხვ; დაწერილი აქვს ცხრა პიესა, მათგან შვიდი ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე დაიდგა: "კრავჩუკის ცრემლები" (1940), "გენერალი ბაგრატიონი" (1942-1952), "ოქროს სამაჯურები" (1954), "პროვინციელები" (1956), "მზე" (1914-1961), "სიმღერა შევარდენზე" (1960-1975), "მღერის ჰავანა" (1964) და სხვ; ა. შერვაშიძის პიესები თარგმნილია მრავალ ენაზე და წარმატებით იდგმებოდა საბჭოთა კავშირისა და საზღვარგარეთის სხვადასხვა ქალაქში; მისი ინიციატივითა და ძალისხმევით შეიქმნა ბათუმის ზღვისპირა პარკში გამოჩენილ მწერალთა ბიუსტების ხეივანი. მწერლის გარდაცვალების შემდეგ ბათუმის ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი მიენიჭა, მის სახლზე კი გაკრულია მემორიალური დაფა წარწერით. წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.196 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |