The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო კიკვიძე

დაბადების თარიღი:1893  (132 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვედა შავრა, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის ქალთა პროფესიონალური სკოლა.

1909-1914 წლებში აქტიურად მონაწილეობდა კ. თავართქილაძის მიერ დაარსებულ საგამომცემლო საზოგადოება "კულტურას" საქმიანობაში; თბილისში და სოფლად ავრცელებდა წიგნებს, ეწეოდა აგიტაცია-პროპაგანდას; 1910 წელს სოფელ ღადისში გახსნა პირველი სასწავლო-საჩვენებელი საფეიქრო სახელოსნო; 1919-1920 წლებში საკუთარი სახსრებით გახსნა ჭრა-კერვისა და წერა-კითხვის შემსწავლელი კურსები, რომელიც 1920 წლიდან პროფესიულ სკოლად გადაკეთდა. ნინო კიკვიძემ, როგორც მეუფეტკრეობის მცოდნემ, ხელი შეუწყო ამ დარგის გავრცელებას, იგი ასევე მისდევდა ხეხილის მყნობას, მევენახეობას; სოფელ ჭრებალოში მისი აქტიური ხელშეწყობით დაარსდა საქველმოქმედო საზოგადოება ღარიბი მოსახლეობის დასახმარებლად. ნინო კიკივიძე ცნობილი იყო როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მქარგავი, მის მიერ მოქარგული ტილო "ტარიელი წყლის პირას" გამოფენილი იყო ხალხური შემოქმედების მუზეუმში (ამ მუზეუმშივეა დაცული მისი ნამუშევრები). სახალხო შემოქმედი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.678


გააზიარე: