შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ორბელიანი![]()
ბიოგრაფია"საქართველოს მოამბის" თანამშრომელი. დაახლოებული იყო თანამედროვე მოწინავე ადამიანებთან. მონაწილეობდა ქვეყნის საზოგადოებრივ საქმეებშიც. 1879 წელს იყო საადგილმამულო ბანკის შემფასებელი კომისიის თავმჯდომარე. მისი პირველი ლექსი "ჰე, საყვარელო.." გამოქვეყნდა 1852 წელს ჟურნალ "ცისკარში". 60-70-იან წლებში პოეტის სატრფიალო და პატრიოტული ლექსები ქვეყნდებოდა "მნათობსა" და "ცისკარში". თარგმნილი აქვს კრილოვის "მელა და ყურძენი" (1863), ბერანჟეს "შეგირდი", "ბებია", ბაირონის "სიბნელე". 1862-1863 წლებში ცხოვრობდა ქუთაისში, 70-იანი წლებიდან თბილისში. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.252
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |