The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იოსებ კირკიტაძე

Date of birth:18??
Date of death:19??
Category:Laborer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი თავასა (შორაპნის მაზრა), თერჯოლის რაიონი.

მუშაობდა ჭიათურის მაღაროში; იყო ბოლშევიკური ორგანიზაციის წევრი. 1904-1905 წლებში პარტიის დავალებით ჭიათურის რაიონში აწყობდა ტერორისტულ აქტებს. 1905 წლის დასაწყისში, ჭიათურის საბოქაულოში თავს დაესხა შავრაზმელ ჯაშუშ მწერალს, რომელიც პარტიის მოთხოვნილებას არ დაემორჩილა. თავდასხმის დროს იოსებ კირკიტაძე დააპატიმრეს. 1906 წელს, რეაქციის დაწყებისას იგი ისევ დააპატიმრეს და ციმბირის საკატორღო ციხეში გაგზავნეს, საიდანაც რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა და როგორც პარტიის მდივანი, სოფელ თავასას თემში პარტიულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. რევოლუციონერი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.699


Share: