შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანდრია კლდიაშვილი![]()
ბიოგრაფიაქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლის შემდეგ (რომელიც ვერ დაასრულა), დაამთავრა არქიტექტურის შემსწავლელი კურსები. 1917 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს, მძიმედ დაჭრილ მეომართა მთაგორიან ადგილებში გადასაყვანად გამოიგონა კურტანზე გაწყობილი ერთკაციანი საკაცე, გაუმჯობესებული აეროპლანის მოდელი (სურათი მოთავსებული იყო "სახალხო გაზეთში" 1911 წელი №56). 1922-1923 წლებში შექმნა მოზარდი თაობისათვის სპეციალური კლუბი, დაწერა "ხალხოსნური აღზრდა-განვითარება"; შეადგინა წლის გამაგრილებელი სისტემის გეგმა ქალქის ყველა ნაწილისათვის, გამოიგონა ავტომობილების ხის ლიანდაგი, ორბორბლიანი მსუბუქი ეტლი და სხვ. ქართველი თეატრალური მოღვაწისა და მსახიობის ეფროსინე კლდიაშვილის შვილი, ქიმიაში პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელოს ავტორის საბა კლდიაშვილის ძმა. ყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.701 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |