Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არჩილ სეტიდანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 1949 წელს, მასწავლებლად მუშაობისას, მესტიის ცენტრში – სეტში მოაწყო სკოლის მოსწავლეთა ანტისაბჭოთა გამოსვლა, რის გამოც, როგორც რეჟიმის მტერი, ხელისუფლებისაგან მუდმივად იდევნებოდა. მისი ლექსები ხელნაწერის სახით ვრცელდებოდა. მხოლოდ 50 წლის მერე, 1990 წელს გამოვიდა პირველი კრებული – "მარადი ოცნება". სეტის მოედანზე გამოსვლის პატივსაგებად პოეტმა ფსევდონიმად სეტიდანი აირჩია. ასევე სეტიდანის ფსევდონიმითაა დაბეჭდილი ლექსების მეორე წიგნიც – "ფიანდაზები" (1991). მისი ლექსები გამოქვეყნებულია პერიოდულ პრესაში. არჩილ ჟორჟოლიანს ეკუთვნის 1944 წელს შექმნილი უნიკალური ნაშრომი – "მახვილის საკითხი ქართულში", რომელიც წარმოადგენს რიტმული იმპულსისა და მახვილის დიფერენციაციის საინტერესო ცდას (დაიბეჭდა 1993 წელს გაზეთ "მზეკაბანში" – რედ. ო. გოჩელაშვილი. ნომერი მთლიანად სეტიდანისადმია მიძღვნილი). წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.282 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |