The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სანდრო ჟღენტი

სანდრო ჟღენტი
Date of birth:1908
Date of death:1943  (at 35 years)
Burial location:ხუტორ კალაბატკას ძმათა სასაფლაო, კრასნოდარის მხარე
Category:Educator, Poet

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ცხრაწყარო, ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ენისა და ლიტერატურის განყოფილება 1930 წელს.

სტუდენტობის დროიდანვე დაიწყო სოფელ თელეთის პირველდაწყებით სკოლაში მასწავლებლად მუშაობა. მისი ლექსები პრესაში პირველად 1930 წელს ჟურნალ "დროშაში" დაიბეჭდა. 1938 წელს საბავშვო და ახალგაზრდობის ლიტგამომცემლობამ ცალკე წიგნად გამოსცა სანდრო ჟღენტის საბავშვო ლექსების კრებული "გაზაფხულის სიმღერების" სახელწოდებით. დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე იგი ჯარში გაიწვიეს და გერმანელთა წინააღმდეგ ერთ-ერთ ბრძოლაში გმირულად დაეცა. ორი დღით ადრე პოეტმა მტერთან გაჩაღებული ცეცხლის ქვეშ დაწერა ლექსი "ფიცი სამშობლოს" და გაუგზავნა გაზეთის რედაქციას. როცა ეს ლექსი იბეჭდებოდა, იმ დროს მისი ავტორი უკვე განისვენებდა ხუტორ კალაბატკას ძმათა სასაფლაოზე.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.263

Bibliography


Share: