The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რაულ ბერიძე

რაულ ბერიძე
Other name:გიორგი ბერიძე
Date of birth:5 August, 1988  (36 years)
Category:Sailor

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი აბუქეთა, ქედის რაიონი.

2006 წელს გემთსანავიგაციო მიმართულებით სწავლა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში  დაიწყო; 2009 წელს, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ესტონეთის საზღვაო კოლეჯში გაიარა ექსტრემალურ ვითარებაში მეზღვაურთა ფსიქოლოგიური მომზადების კურსი, 2010 წელს კი დაასრულა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია.

ზღვაში შრომითი საქმიანობა 2011 წელს, ბერძნული სანაოსნო კომპანიის «NAVISION GROUP»-ის ბალკერ «NAVISION TRADER»- ზე დაიწყო, 2013 წლიდან სანაოსნო კომპანია «NAVIOS SHIPMANAGEMENT INC»-ს სხვადასხვა დედვეითის (ტონაჟის) მქონე გემებზე გაიარა შორეული ნაოსნობის შტურმანის ყველა საფეხური, იყო კაპიტნის მესამე, მეორე და უფროსი თანაშემწე, 2022 წელს კი ამავე კომპანიაში თავად გახდა შორეული ნაოსნობის კაპიტანი; 2018 წელს, პარტნიორებთან ერთად ბათუმში დაარსა საკრუინგო კომპანია «GEO-LINE NAVIGATION»-ი, რომელიც მეზღვაურების პროფესიულ დასაქმებას ახორციელებს და  რომელსაც გენერალური დირექტორის პოზიციაზე რაულ ბერიძე თავად ხელმძღვანელობს; 2022 წელს პარტნიორული ურთიერთობის საფუძველზე საქართველოში შემოიყვანა ავტორიტეტული გერმანული საკრუინგო მენეჯმენტი «DANICA CREWING  SPECIALIST»-ი,  და მოახდინა ადგილზე მისი ბრენდირება სახელწოდებით «DANICA CREWING  SERVICES-GEORGIA LLC», რომელსაც ასევე თავად ხელმძღვანელობს. მოქმედი შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


Share: