Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვოლტერ ჭანტურია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სუჯუნა, აბაშის რაიონი. 1942-1947 წლებში სწავლობდა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთწამყვან ფაკულტეტზე; 1947 წელს, სპეციალობის შეცვლის მიზნით სწავლა ოდესის უმაღლეს საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელში (ОВИМУ) განაგრძო, რომელიც ინჟინერ-გემთმექანიკოსის სპეციალობით 1953 წელს დაამთავრა. 1953-1960წწ. ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთმექანიკურ ფაკულტეტზე თავდაპირველად ლაბორანტად და მასწავლებლად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, მოგვიანებით კი იგი ამავე ფაკულტეტის უფროსი - დეკანი გახდა; 1960-1967წწ. საქმიანობას ზღვაში, შორეულ ნაოსნობაში განაგრძობს, სსრკ შავი ზღვის სახელმწიფო საზღვაო სანაოსნოსა და ნოვოროსიისკის ნავთობჩამსხმელი ფლოტის სამმართველოს ტანკერების: «СУМЫ»-ს, «ЛУЦК»-ისა და «ГОРИ»-ს კაპიტნის პირველი თანაშემწისა და უფროსი გემთმექანიკოსის პოზიციებზე; 1968 წელს იგი კვლავ სამშობლოში ბრუნდება და სხვადასხვა დროს კაპიტნის პირველ თანაშემწედ და უფროს გემთმექანიკოსად ზღვაში საქმიანობა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე განაგრძო; 1976 წელს ვოლტერ ჭანტურია ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის უფროსად დაინიშნა, სადაც 1982 წლამდე მოუწია მომავალი ქართული საზღვაოსნო კადრების აღზრდაზე და სწავლა-განათლებაზე ზრუნვა, 1982 წელს საქმიანობას საქართველოს საზღვაო სანაოსნოში განაგრძობს, მექანიკოს - დამრიგებლად, მოგვიანებით სანაოსნოს თბოტექნიკის განყოფილების ინჟინრად, საბოლოოდ კი სანაოსნოს ანალიტიკური განყოფილებისა და ტიპოგრაფიის უფროსად. საზღვაო თემაზე გამოქვეყნებული აქვს არაერთი სასწავლო-ტექნიკური ნაშრომი; ავტორია მარინისტულ თხზულებათა კრებულისა "შუაგულ ოკეანეში", გამოცემული აქვს წიგნები: "ზღვის რაინდი" (დოკუმენტური მოთხრობა, 1977), "ზღვა და მეზღვაურები", "პოსეიდონი", "შორეულ ნაოსნობაში" (ნარკვევები რუსულ ენაზე, 1980), "ზღვის კაპიტანი" (მოთხრობები, 1983), "შუაგულ ოკეანეში" (1996) და სხვა. გემთინჟინერი, ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის ყოფილი უფროსი. წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.205; პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |