შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფარნაოზ რაინაული![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვემო ალვანი, ახმეტის რაიონი. დაამთავრა თელავის გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენის, ლიტერატურის და ისტორიის სპეციალობით 1963 წელს. ინსტიტუტში სწავლის დროს, რედაქტორობდა საინსტიტუტო გაზეთებს. 1963-1990წწ. სხვადასხვა დროს პერიოდულად რედაქტორობდა გაზეთებს: "კოლმეურნის ხმა", "განახლებული თუშეთი", "ბახტრიონი". 2004 წლიდან მუშაობს მწერალთა ასოციაცია "ლიტერატურული კახეთის" თავმჯდომარედ. მისი პირველი ლექსი დაიბეჭდა 1954 წელს რუსთავის გაზეთ "მეტალურგში". წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.265 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |