The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ტაბატაძე

გიორგი ტაბატაძე
დაბადების თარიღი:22 აპრილი, 1910
გარდაცვ. თარიღი:13 ივლისი, 1954  (44 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზედა ბერეთისა, ჭიათურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი 1940 წელს.

1928-1931წწ. გაიწვიეს სამხედრო სამსახურში; 1934-1941წწ. გადიოდა სამედიცინო პრაქტიკას ქალაქ წყალტუბოში; 1941 წელს გაიწვიეს მეორე მსოფლიო ომში, სადაც მსახურობდა 414-ე ქვეითი დივიზიის 1053-ე საარტილერიო პოლკში; ომში მსახურობის პერიოდში, გარდა თერაპიული მკურნალობისა, ჩაატარა ქირურგიული ოპერაცია რამდენიმე ასეულ პაციენტზე; ომში ჰოსპიტლის აფეთქების შედეგად დაიჭრა, დაემართა კონტუზია, ომიდან დაბრუნდა 1946 წელს; 1946-1947წწ. მუშაობდა ქალაქ ბაქოს სამხედრო კლინიკაში, ექიმ-თერაპევტად; 1947-1948წწ. სოფელ ჯალაურთაში; 1949 წელს გადმოიყვანეს ქალაქ გორში, სადაც მუშაობდა ქალაქის სანეპიდ-სადგურის მთავარ ექიმად; 1952 წელს დანიშნეს ქალაქ ქარელის ახლად გახსნილი საავადმყოფოს მთავარ ექიმად, რაიონის ჯანგანის (ჯანდაცვის განყოფილების) უფროსად, სადაც მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე. ექიმი-თერაპევტი, II მსოფლიო ომის მე-3 რანგის სამხედრო ექიმი, სამედიცინო კაპიტანი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1951 - წითელი ჯვრის ორდენი
  • 1945 - მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • 1944 - წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • 1944 - მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • 1943 - წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • 1943 - მედალი "სამხედრო დამსახურებისთვის"

გააზიარე: