შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბორის გოგოლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ნინოწმინდა. დაამთავრა საქართველოს ზოოვეტერინარული ინსტიტუტის ვეტერინარულ ფაკულტეტი ექიმი ვეტერინარის სპეციალობით 1972 წელს; 1984-1987წწ. სწავლობდა საქართველოს მარქსიზმ-ლენინიზმის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე; 1984-1987წწ. გაიარა ქ. ლენინგრადის ფრინველთა დაავადებების საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა. ინსტიტუტში ჩაბარებისთანავე მუშაობა დაიწყო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეფრინველეობის განყოფილების ლაბორანტად, შემდგომში მეცნიერ მუშაკად; 1976 წელს გამოიძახეს საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს ვეტერინარული შემადგენლობის ორთვიან წვრთნებზე, სადაც მიანიჭეს სამხედრო სამსახურის თადარიგის ლეიტენანტის წოდება; 1978-1992წწ. გადაიყვანეს "საქფრინველმრეწვის" სამმართველოში სადაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს დავალებით ჩამოაყალიბა მეფრინველეობის რესპუბლიკური სპეც. ლაბორატორია, რომლის დირექტორად მუშაობდა 1993 წლამდე; 1993 წელს გადაიყვანეს საწარმოო სამეცნიერო გაერთიანება "საქფრინველმრეწვის" პირველ ვიცე პრეზიდენტად; იმავე წელს დაინიშნა ჯერ გაერთიანების პრეზიდენტად, შემდგომში 1995 წლის რეორგანიზაციის ბოლომდე გაერთიანების თავმჯდომარედ; 1995 წელს გახდა სტრუქტურული ცვლილებების შედეგად გარდაქმნილი, მეფრინველეობის მრეწველობის სახელმწიფო კორპორაციის პირველი ვიცე პრეზიდენტი; 1997 წელს გადაიყვანეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეცხოველეობის სანაშენე საქმისა და მეფრინველეობის მრეწველობის სახელმწიფო კორპორაციის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; 2001-2005წწ. მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეცხოველეობის სანაშენე საქმის დეპარტამენტის საწარმოო სამმართველოს უფროსად; 2006-2007წწ. ხელმძღვანელობდა კერძო საკუთრებაში არსებულ თეთრიწყაროს სანაშენე მეფრინველეობის რეპროდუქტორს. პედაგოგიური საქმიანობა: საქართველოს ზოო-ვეტერინარული ინსტიტუტის მარნეულის, ლანჩხუთის და ახალციხის ფილიალების მოწვეული პედაგოგი; თბილისის წმნიდა გრიგოლ ფერაძის სახელობის უნივერსიტეტის ვეტერინარული ფაკულტეტის პროფესორი; საქართველოს ევროპის უნივერსიტეტის ვეტერინარული ფაკულტეტის პროფესორი. ვეტერინარიის დარგში შეტანილი წვლილისთვის მიღებული აქვს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო აკადემიის საპატიო სიგელი (2017). ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატი (1988), ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი (2007). ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |