შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვანო შანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ჩაქვი, ქობულეთის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთწამყვანი ფაკულტეტი 1957 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაუსწრებელი სწავლების განყოფილების ისტორიის ფაკულტეტი 1973 წელს. შორეულ ნაოსნობაში სასწავლო-საცურაო პრაქტიკები სსრკ შავი ზღვის სახელმწიფო საზღვაო სანაოსნოს გემებზე: «ПЕТР ВЕЛИКИЙ»-ზე, «ИВАН СУСАНИН»-სა და «ГРОЗНЫЙ»-ზე გაიარა, სასწავლებლის დასრულების შემდეგ კი განაწილებით იმავე სანაოსნოში მოხვდა და იქვე გაიარა პროფესიული გზა რიგითი მატროსობიდან შორეული ნაოსნობის შტურმანობამდე - კაპიტნის თანაშემწეობამდე; ცურავდა ტანკერებზე: «СТАНИСЛАВ» (1958), «РОСТОВ» (1959), «КУРСК» (1960), «АЛАГИР» (1963), «ЛЕНИНАБАД» (1964), «ЛЕНКОРАН» (1965) და «КАЗБЕК» (1966)-ზე; გამოცდილი ზღვაოსანი ერთ-ერთი პირველი ჩადგა 1967 წელს ბათუმში ახლად დაარსებული საქართველოს საზღვაო სანაოსნოს შტურმანთა რიგებში და ტანკერ - «АЛАГИР»-ის ცნობილი კაპიტნის იაკობ ჯინჭარაძის უფროსი თანაშემწე გახდა; მომდევნო წლებში უფროს თანაშემწედ ცურავდა საქართველოს სანაოსნოს ტანკერებზე «АКСАЙ»-ზე, «АКТАУ»-სა და «ЭВЕНСК»-ზე; 1971 წლის 6 ივლისს სსრკ საზღვაო ფლოტის სამინისტროს კოლეგიამ იგი თავად დაამტკიცა შორეული ნაოსნობის კაპიტნად და ბათუმში დაბრუნებისთანავე ტანკერ «ЗУГДИДИ»-ს კაპიტნად დაინიშნა; 1972 წელს ბულგარეთში მიიღო და ექსპლუატაციაში გაუშვა ვარნის გემთსაშენ ვერფზე ჩვენი სანაოსნოსათვის აგებული ახალი ტანკერი - «ДРОГОБЫЧ»-ი, რომლის ეკიპაჟსაც იგი 1978 წლამდე მეთაურობდა; 1978 წლიდან თავდაპირველად ბათუმის თევზსაჭერი მეურნეობის გამგეობის თავმჯდომარედ, მოგვიანებით კი ბათუმის საზღვაო ნავსადგურის კაპიტნის მოადგილედ ნაპირზე საქმიანობდა, 1983 წელს კი კვლავ ზღვას, შორეულ ნაოსნობას დაუბრნდა და კაპიტნის პირველი თანაშემწისა და კაპიტნის პოზიციებზე მყოფი საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერებისა და ბალკერების «АКСАЙ»-ს, «КУТАИСИ»-ს, «НИКОЛАЙ ВОЗНЕСЕНСКИЙ»-ს, «АХАЛЦИХЕ»-ს, «ГЕНЕРАЛ БАГРАТИОН»-ის, «ГЕНЕРАЛ МЕРКВИЛАДЗЕ»-ს, «АЛЕКСАНДР КОРНЕЙЧУК»-ისა და «NIKMARY»-ს ეკიპაჟებს მეთაურობდა; 2003 წელს ი. შანიძე საბოლოოდ უბრუნდება ნაპირს და კაპიტან-კოორდინატორად საქმიანობას ბათუმის საზღვაო-სამაშველო ცენტრში იწყებს, მოგვიანებით კი საკუთარი მდიდარი გამოცდილების გაზიარებისა და მომავალი თაობის პროფესიული აღზრდის მიზნით პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ბათუმის საზღვაო კოლეჯსა და ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში. არის რამდენიმე საზღვაო სასწავლო-საგანმანათლებლო სახელმძღვანელოს თანაავტორი, საზღვაო თემაზე გამოქვეყნებული არაერთი პუბლიცისტური წერილისა და ნარკვევის ავტორი. შორეული ნაოსნობის კაპიტანი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |