The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ლიპარტელიანი

დაბადების თარიღი:1924  (101 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ლენტეხის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1956 წელს.

ინსტიტუტში სწავლის ბოლო კურზე იგი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ფერშლად მუშაობდა, ხოლო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ჩოლურის საუბნო საავადმყოფოში მთავარ ექიმად და აკეთებდა ქირურგიულ ოპერაციებს. 1957 წელს ლენტეხში გადაიყვანეს და და ლენტეხის საავადმყოფოში ქირურგ-ორდინატორად დანიშნეს; 1953 წლიდან იგი ამ საავადმყოფოს მთავარი ექიმი და ქირურგი-ორდინატორი იყო; 1959-1962წწ. ქ. თბილისში გადმოვიდა და ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის ქირურგიის კათედრაზე მუშაობდა; 1962 წელს იგი კვლავ დაუბრუნდა მშობლიურ ლენტეხის რაიონს და ლენტეხის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებას ხელმძღვანელობდა; მედიცინის სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის სხვადასხვა დროს დაჯილდოვებული იყო: მედლით "კეთილსინდისიერი მუშაობისთვის", ორი საპატიო სიგელით.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.222

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1974 - საქართველოს დამსახურებული ექიმი
  • მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"

გააზიარე: