შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიგლა სარიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გულიანი, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1965 წელს. სტუდენტობის პერიოდში მუშაობდა თარგმანებზე. სწორედ ამ დროს დაიწყო ეზოპეს "იგავ-არაკებისა" და ჰელიოდორეს "ეთიოპიკის" თარგმნა. მისი თარგმნილი ეზოპე 1968 წელს დაიბეჭდა და დღეს ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა. სხვადასხვა დროს მას თარგმნილი აქვს ესქილეს დრამები "მავედრებელნი", "სპარსელნი", "შვიდთა ლაშქრობა თებეზე", "მიჯაჭვული პრომეთე", "ორესტეა", ევრიპიდეს "იფიგენია ივლისში". 1987 წელს გამოვიდა მისი "ლიტერატურული წერილები", ხოლო "ანტიკური ლირიკა" – 1988 წელს, ძველი ბერძნული პოეზიის ანთოლოგია. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.279-280 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |