| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თემურ ვეკუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1972 წელს; მოსკოვის ტექნიკური პროგრესის უნივერსიტეტი 1976 წელს; მოსკოვის საფეიქრო უნივერსიტეტის ასპირანტურა 1979 წელს. 1972-1976წწ. იყო საფეიქრო მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1976-1984წწ. მოსკოვის საფეიქრო უნივერსიტეტის (ა. ნ. კოსიგინის სახელობის რუსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ეკოლოგიის საფაკულტეტო ლაბორატრიის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1984-1991წწ. ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკოლოგიის და შრომის დაცვის კათედრის გამგე, სამეცნიერო ნაწილის უფროსი, პრორექტორი; 1991-1993წწ. გარემოს დაცვის სამინისტროს მინისტრის მოადგილე; 1993-1996წწ. გარემოს დაცვის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1997-2000წწ. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სოციალურ-ეკონომიკურ უფლებათა დეპარტამენტის უფროსი; 1998-2000წწ. კომპანია "SGS"-ს (შვეიცარია) კონსულტანტი საქართველოში; 2000 წლიდან ეკოლოგიური ასოციაციია "ეკოტექი"-ს მთავარი ექსპერტი; 2004-2010წწ. სამშენებლო-არქიტექტურული კომპანია "სასკო"-ს ადმინისტრაციული დირექტორი; შ.პ.ს "ეკოლოსი"-ს მრჩეველი (2014); 2014 წლიდან კომპანია "მეღვინეობა ხარება"-ს მთავარი მრჩეველი; 2023 წელს არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს წევრად; აჭარის ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის წევრად 4 წლით. არის 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ოთხი სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი, ხუთი სადისერტაციო ნაშრომის ოფიციალური ოპონენტი, ორი მაგისტრანტის ხელმძღვანელი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

