შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ აბულაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ვაშლოვანი, ხულოს რაიონი. ლექსებს ბავშვობიდანვე წერდა. პერიოდულად იბეჭდებოდა პერიოდულ პრესაში, ადგილობრივ ჟურნალ-გაზეთებში, ახალგაზრდა პოეტთა კრებულებში. აქვეყნებდა სხვადასხვა ჟანრის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თუ რელიგიურ თემებზე დაწერილ პუბლიკაციებს. იყო გაზეთების "სხალთის ზარები" და "საჩინო" - რედაქტორის მოადგილე; ეროვნული მოძრაობის წლებში იყო "მრგვალი მაგიდა -თავისუფალი საქართველოს" ხულოს ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პრესმდივანი და ბოლოს ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელ-სპიკერი; 2004 -2012 წლებში მუშაობდა აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატში. გამოცემულიაქვს ლექსთა ორი კრებული - "სულის კიდობანი" (2015) და "ზეცამდე" (2019). წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.212 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |