Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი სიჭინავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დარჩელი, ზუგდიდის რაიონი. სწავლობდა ქალაქ ორიოლის საერთო ტექნიკური ინსტიტუტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე. 1966 წლიდან ცხოვრობდა სოხუმში, მუშაობდა გაზეთ "საბჭოთა აფხაზეთში" (შემდგომში "აფხაზეთის ხმა"). წლების განმავლობაში რედაქტორობდა აფხაზეთში გამომავალ ლიტერატურულ ჟურნალ "რიწას" შემდეგ რედაქტორობდა გაზეთ "აღდგომას"; არის მის მიერვე დაფუძნებული ჟურნალის - "აია" (1996) - რედაქტორი. 2000 წელს გამოსცა მეგრული ლიტერატურული ჟურნალი "ირიათონი". შეადგინა და გამოსცა მეგრული ენის თვითმასწავლებელი "ნანაში ნინა". მეგრულ ენაზე გამოცემული აქვს კრებულები "შურობუმუ", "რინა მოკო პელაზგური", "ნანაგე" … სხვადასხვა წლებში ქართულად დაისტამბა მისი რომანები "გვირილების მინდორი", "უთვისტომო", "უტუ მიქა", აგრეთვე, მოთხრობები. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.284-285 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |