The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მუხრან კობალაძე

მუხრან კობალაძე
Date of birth:25 September, 1946
Date of death:30 May, 2012  (at 65 years)
Burial location:სოფელ განთიადის სასაფლაო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
Category:Writer, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1968 წელს.

წლების განმავლობაში მუშაობდა: 1969-1979წწ. შუახევის რაიონის სოფლების - ბრილისა და ბარათაულის სკოლების პედაგოგად, აჭარის რადიოკომიტეტის ახალგაზრდული გადაცემის რედაქტორად, გაზეთ "აჭარის" კორესპონდენტად; 1980-1985წწ. აჭარის ხალხური შემოქმედების სახლის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების მეთოდისტად, აჭარის კულტურის სახლის დირექტორის მოადგილედ; 1985-2005წწ. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგედ; 1996-2004წწ. გაზეთ "აღორძინების" რედაქტორის მოადგილედ (1990); 1991 წელს დააარსა აჭარაში პირველი სპორტული გაზეთი "ოლიმპიური მოამბე"; 1996-2004წწ. გაზეთ "ბათუმის" რედაქტორად; 2005-2007წწ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული წრის ხელმძღვანელად; გაზეთ "ბათუმური ქრონიკების" ლიტერატურულ რედაქტორად (2008). ავტორია წიგნებისა: "ტრადიციები გრძელდება", "ცისფერი ალის სიკეთე", "ოსტატი", "გული უბერებელი", "დაზამთრებამდე" და ხორუმი". პრესის ორგანოებში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის მიღებული აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს საპატიო სიგელი (1996).

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.217; საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.com

Member of Organizations

  • საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის აჭარის რეგიონალური ორგანიზაცია, კოორდინატორი (2005-)
  • საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაცია, პრეზიდენტი (1995-)
  • საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა აღმასრულებელი კომიტეტი, წევრი
  • სრულიად საქართველოს ჩოხოსანთა დასი, წევრი (2006-)

Awards and Honors

  • 2010 - ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია
    ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ხანგრძლივი ნაყოფიერი მუშაობისთვის

Bibliography


Share: